პოეზია

.........................................................


გსმენიათ, როგორ ტირის ძველი როიალი სიშორეზე;
როგორი ხმაურით ბრუნდება მთიდან ქარი;
როგორ კივის მიტოვებული ბაღი;
რას ჰყვებიან მოწყენილი პალმები;
როგორ შრიალებს ობოლი ცრემლი?
გინახავთ–როგორ კანკალებენ ვაზის რტოები;
როგორ ესევიან ცას ვარსკვლავები,
როგორ იღუპება ეული ტოტი,
როგორ მიდიან ერთად ღამე, მთვარე და ქარი,
როგორ ეცემა ძვალ ბაღებს ყაჩაღივით ქარი?
ჩაგიხედავთ სარკეში?
მოგითმენიათ წამი?
შეგიგრძვნიათ უსასღვროება?

ტ.გრანელი



და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქ წვიმისთვის სახე

რაც დასახარჯი არსებობს–ვხარჯავ
რაც სანახავი არსებობს–ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მისვერილი მაქ წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური, 
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავაგვიანე, 
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქ წვიმისთვის სახე

ო.ჭილაძე 



No comments:

Post a Comment